საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გუნდებს შორის გიორგი ანწუხელიძის სახელობის კალათბურთის ჩემპიონატმა სტარტი აიღო.
წელს, ფინალურ თამაშებს გიორგი ანწუხელიძის მშობლიური ახმეტის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს.
კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე შესარჩევი თამაშების პირველი ეტაპი გაიმართა. ერთმანეთს, თავდაცვის ძალების მეორე და მესამე ქვეითი ბრიგადების გუნდები დაუპირისპირდნენ.
ჩემპიონატი ორ ეტაპს მოიცავს, რომელშიც თავდაცვის უწყების 27 გუნდი მონაწილეობს.