ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი უზბეკეთში

23 ივლისი 2025, 19:54 136 ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან გამართა, რომლის დროსაც განხილული იქნა ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულებები.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველო - უზბეკეთის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს, მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ავიაციისა და ტურიზმის, აგრეთვე ინვესტიციების, სოფლის მეურნეობისა და სხვა სექტორებს.

აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში