სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთში ჩავა.
სომხური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი რუსეთში 24 ივლისს გაემგზავრება.
როგორც სომხურ მედიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს ბუნებისა და გარემოს დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში.
კონფერენცია ალთაის რესპუბლიკაში გაიმართება.