ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა - ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია

22 ივლისი 2025, 13:08 202 ნახვა

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ძლიერი წვიმის გამო ჩამოწოლილმა მეწყერმა რვა ოჯახთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, რის გამოც ამ ეტაპზე გადაადგილება შეზღუდულია. ინფორმაციას ჩოხატაურის მერია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მოსახლეობასთან. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. გადაადგილება უმოკლეს ვადაში აღდგება.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბახმარო - ჩოხატაურის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზეც, სადაც უხვი ნალექის შედეგად ქვა - ღორღის მასა ჩამოიტანა, რამაც საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა. ოფიციალური ინფორმაციით, გზის გაწმენდა რამდენიმე საათში დასრულდება.

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ცაგერშიც. ამ დროისთვის გადაადგილება შეზღუდულია კურორტ ლაშიჭალისკენ მიმავალ გზაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი