"ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს", - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ განცხადებას.
წილოსანის თქმით, ის შანტაჟის ენა და ულტიმატუმები, რომლებიც ევრობიუროკრატთა მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის ომში ჩართვის სურვილს.
ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ქართული ოცნების წევრი გიორგი გაბუნია.