ისრაელი და სირია ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

19 ივლისი 2025, 09:58 100 ნახვა

ისრაელი და სირია თურქეთის, იორდანიისა და სხვა მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას თურქეთში აშშ-ის ელჩი ავრცელებს.

ტომ ბარაკის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, რომელსაც მხარს თურქეთი, იორდანია სხვა მეზობელი ქვეყნები უჭერენ.

ბარაკი ასევე მოუწოდებს დრუზებს, ბედუინებსა და სუნიტებს, დაყარონ იარაღი და ერთობლივად, სხვა უმცირესობებთან ერთად ააშენონს ახალი და გაერთიანებული სირიული იდენტობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში