ხელთუბანში პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ დააკმაყოფილა.
დაკავებულთაგან სამ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ორ ბრალდებულს კი – 353 პრიმა მუხლის მე-2 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით. წარდგენილი ბრალი სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.