პარლამენტის თავმჯდომარემ ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა კომუნისტურ გადმონაშთად შეაფასა

15 მაისი 2017, 00:00 2062 ნახვა

თბილისში, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხმაურში გადაიზარდა.  ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში აუდიტორია #115 წევრები  ჩაფხუტებით შეიჭრნენ შეძახილებით - "ოთხი მეშახტე"  და  ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა მოითხოვეს. 

ეს მოთხოვნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კომუნიზმად შეაფასა და განაცხადა, რომ "დამთავრდა კომუნიზმის დრო ამ ქვეყანაში, ბოლშევიკების და მენშევიკების საზოგადოება აღარ იქნება საქართველო და ჩვენ ილია ჭავჭავაძის გზით ვივლით და არა კომუნიზმის გზით" - განაცხადა კობახიძემ. ასევე, დარბაზში შეკრებილების გამოსვლა პროვოკაციად შეაფასა "აქ კითხვები ისმება, თუმცა პასუხები არავის აინტერესებს, პროვოკაციის მოსაწყობად ხდება ეს" - განაცხადა კობახიძემ. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი