ნიუ-იორკში ძლიერმა წვიმამ ქალაქში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა  მეტროს სადგურები. ხელისუფლებამ წყალდიდობის შესახებ ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ტერიტორიაზე რამდენიმე გაფრთხილება გამოსცა.
სოციალურ ქსელში მეტროში გადაღებული კადრები ვრცელდება. მეტროპოლიტენის სატრანსპორტო სამმართველოს განცხადებით,  ნიუ-იორკის მეტროს სადგურების მომსახურებაში დატბორვის გამო  სერიოზული შეფერხებებია. ძლიერი წყალდიდობის გამო ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.