დღეს სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გაგრძელდება

14 ივლისი 2025, 11:35 108 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის განხილვა გრძელდება. სხდომა 13 საათზეა ჩანიშნული.

მედია მენეჯერის სისხლის სამართლის საქმეზე დღეს დაცვის მხარის მოწმეებს მოუსმენენ. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს.

გამოძიება მზია ამაღლობელს  პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ედავება, რაც  4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მედიას სასამართლო სხდომების გადაღების შესაძლებლობა აღარ აქვს.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში