ინდოეთში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზი დაასახელეს

13 ივლისი 2025, 13:18 315 ნახვა

ავიაკომპანია Air India-ს Boeing Dreamliner-ის ჩამოვარდნის მიზეზად საწვავის მიწოდების პრობლემება დასახელდა.

შესაბამისი დასკვნა ავიაკატასტროფის გამოძიების წინასწარ ანგარიშში აისახა.

შავი ყუთის ჩანაწერის მიხედვით, ძრავში საწვავის მიწოდება გამოირთო, პილოტებმა მიწოდების აღდგენა მოახერხეს, თუმცა ძრავების მუშაობა დროულად ვერ განახლდა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტი რეისს ლონდონისკენ ასრულებდა.

ავიაკატასტროფა 12 ივნისს მოხდა. სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 242 ადამიანი იმყოფებოდა, აფრენიდან 40 წამში სამედიცინო კოლეჯის საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. გადარჩა, მხოლოდ, ერთი მგზავრი. დაიღუპნენ ის ადამიანებიც, რომლებიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე იმყოფებოდნენ. ავიაკატასტროფას, ჯამში, 260-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში