აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომელთა ნაწილს ათავისუფლებს

11 ივლისი 2025, 10:03 93 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი თანამშრომელთა ნაწილის გაშვებას იწყებს, შეტყობინებებს თანამშრომლები მალე მიიღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რეორგანიზაციის შედეგად ასობით სამუშაო ადგილი შემცირდება.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის, მაიკლ რიგასის განცხადებით, ამ ნაბიჯით დეპარტამენტი ყურადღებას პრიორიტეტულ საკითხებზე გაამახვილებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში