თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, თუმცა უარყოფითი დინამიკის გარეშე - ასეთია ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებს მედიკოსებმა მიაწოდეს.
აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს უტარდება კვლევები და იმყოფება განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ - ამბობენ ექიმები.
რამდენიმე წუთის პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ალექსი ახვლედიანს, რომელიც ამავე საქმეზეა დაკავებული.