აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეშია დაჭრილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა - ასეთია ამ დროისთვის არსებული ინფორმაცია.
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოდან თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედიანი.
საგარეჯოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.