გამოფენა

14 მაისი 2017, 00:00 1705 ნახვა

თანამედროვე ხელოვნების ცენტრში ქართველი და ევროპელი ხელოვანების  გამოფენა - „ქალაქი ბუნების პირისპირ“ გაიხსნა.  პროექტის ინიციატორია ბათუმელი ხელოვანი ლაშა მახარაძეა, რომელიც რამდენიმე წელია მადრიდში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

გამოფენაში ესპანელი და სერბი ხელოვანებიც მონაწილეობდნენ. პროექტში გამოყენებულია ფოტოგრაფია, ფერწერა, კოლაჟი, გრაფიტი, ინსტალაცია, პროექცია. „ქალაქი ბუნების პირისპირ“ ფოკუსირდება ბუნებისა და ქალაქის კონცეფციაზე. გამოფენა 3 ივნისს დაიხურება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი