ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელის თანხმობის შემდეგ, „ჰამასის“ პასუხს ელოდებიან

05 ივლისი 2025, 11:48 92 ნახვა

დაჯგუფება „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე შუამავლებს პოზიტიური პასუხი გადასცეს და მზად არიან, დაუყოვნებლივ ჩაერთონ ბოლო წინადადების შესახებ მოლაპარაკებებში. დაჯგუფებაში აღნიშნავენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ყველა პალესტინურ ჯგუფთან განიხილეს. ოფიციალური თანხმობის შესახებ ჯერ „ჰამასში“ არ ადასტურებენ. თავის მხრივ, გასულ დღეს დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე „ჰამასის“ მხრიდან პასუხს 24 საათში ელოდებოდა. ტრამპმა ასევე თქვა, რომ ისრაელი დათანხმდა პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაში ღაზის სექტორში ცეცხლი 60 დღით შეწყდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში