პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან 2 წლით ეკრძალება თანამდებობის დაკავება.
სხდომას არ ესწრებოდა ირაკლი ოქრიაშვილი, შესაბამისად მას არც საბოლოო სიტყვის უფლებით უსარგებლია.