საგამოძიებო კომისიის სხდომა

30 ივნისი 2025, 18:03 235 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განხილვის  თემა  2012-2025 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხი იყო.

სხდომაზე დიპლომატები ვიქტორ დოლიძე და კონსტანტინე ჟღენტი იყვნენ მიწვეულები. დოლიძემ ევროინტეგრაციის საჭირო პროცესებში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელშეშლის ფაქტებზე ისაუბრა.

ევროინტეგრაციის პროცესებში ხელშეშლისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან ოპოზიცის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ისაუბრა დიპლომატმა კონსტანტინე ჟღენტმაც, მან ასევე გაიხსენა  2008 წელს  ომის დაწყების დროს საელჩოებში გაგზავნილი ცირკულარული წერილის შესახებ.

დღესვე, დაგეგმილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, თუმცა სამივე მათგანმა პროცესში მონაწილეობაზე წერილობით უარი თქვა.

სამივე უარი კომისიის წევრების გადაწყვეტილებით პროკურატურაში  გადაიგზავნა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი