აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აჭარის მთავრობის ორი ახალი წევრი წარადგინა

30 ივნისი 2025, 13:41 688 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგინა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე ედნარ ნატარიძე დაინიშნა. ის 2018 წლიდან ბათუმის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებდა. ედნარ ნატარიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ჯაბა ფუტკარაძეს შეცვლის.

ცვლილებაა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროშიც. სულხან თამაზაშვილმა მინისტრის პოზიციაზე დენის სალუქვაძე წარადგინა. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს გარემოს დაცვისა და აგრარული მიმართულებით. დენის სალუქვაძე 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე მან ზაზა შავაძე ჩაანაცვლა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს გაწეული საქმიანობისთვის და შემდგომი წარმატებები უსურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი