საგამოძიებო კომისიის სხდომა

30 ივნისი 2025, 11:12 93 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დიპლომატებს - ვიქტორ დოლიძესა და კონსტანტინე ჟღენტს უსმენენ. განსახილველი  თემა  2012-25 წლებში ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ საქართველოს საგარეო პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენების საკითხია.

თავდაპირველად საკითხზე ვიქტორ დოლიძემ ევროინტეგრაციის პროცესებსა და საფეხურებზე  ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხელშეშლის ფაქტებზე ისაუბრა.

იხსენებს, რომ 2012 წელს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა  ბრიუსელსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში  ანტისახელმწიფოებრივი ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, რომ ხელისუფლებაში  რუსული ოლიგარქიული რეჟიმი მოვიდა, რაც მისი შეფასებით იყო ზეწოლა, რის გამოც  მუდმივად   უწევდათ მტკიცება, რომ საქართველოს ხელისუფლებას პროდასავლური მიზნები ჰქონდა.

ვიქტორ დოლიძემ აღნიშნა, რომ  ქვეყნისთვის განსაკუთრებულ, სტრატეგიულ  საკითხებზე ჰქონდა მცდელობა ოპოზიციას და მმართველი ძალის წარმომადგენლებს საერთაშორისო შეხვედრების დროს საერთო კონსოლიდირებული ხედვა ჰქონოდათ, თუმცა  მისი თქმით  ოპოზიციასთან ამ  შეთანხმებას ვერ აღწევდა და ისინი განცხადებებითა და პოლიტიკური დოკუმენტების მიღებით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს აგრძელებდნენ.

დღესვე, დაგეგმილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის ჩართვა, თუმცა სამივე მათგანმა პროცესში მონაწილეობაზე წერილობით უარი თქვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი