“აჭარა არის ჩვენი განმანათლებელი, ჩვენი პირველი ქრისტიანები აჭარაში ეწამნენ,” - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ დღეს ქადაგებისას ისაუბრა. მრევლს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა. პატრიარქმა, ასევე, წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლა გაიხსენა, რომელსაც თან ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.