საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.
როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა - პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე“.