გამოფენა რელიგიის მუზეუმში

27 ივნისი 2025, 18:06 158 ნახვა

,,ხატთა ნათელი’’-ამ სახელწოდებით  რელიგიის მუზეუმში გამოფენა მოეწყო.  ექსპოზიციაზე აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმის ფონდებში დაცული საეკლესიო სიწმინდეები გამოიფინა.

ასევე უჩვენეს, საარქივო მასალაზე დაყრდნობით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ბათუმის ტერიტორიაზე არსებული პირველი რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ისტორიას შეეხებოდა.

ქალაქის სტუმრებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ, თუ რა სიწმინდეები ინახებოდა ბათუმის ეკლესიებში საბჭოთა რეპრესიების განხორციელებამდე, რა ბედია ეწია მათ და როგორ არის დაცული ისინი სამუზეუმო განძსაცავში.

მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გატარებული საეკლესიო პოლიტიკისა და მისი შედეგების შესახებ, თეოლოგმა ზაზა კილაძემ ისაუბრა.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში