ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

27 ივნისი 2025, 17:59 92 ნახვა

„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.

ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა ცნობილი დამნაშავედ.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის მოსამართლე ზვიად შვანგირაძისთვის წყლის შესხმის გამო სხდომათა დარბაზიდან გაძევებულია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში