“ექსპო ბათუმი 2017.“ 3 დღის განმავლობაში ქართული და უცხოური კომპანიები დამთვალიერებელს საკუთარ ბრენდებს წარუდგენენ და სიახლეებს გააცნობენ.
ორგანიზატორები საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სტუმრებსა და მონაწილეებს სიურპრიზებსაც სთავაზობენ. სასტუმრო “შერატონში” მიმდინარე, ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მეათე საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.