ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე აირჩიეს.საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლოლიკაშვილი თანამდებობას 2021 წლამდე დაიკავებს. ზურაბ პოლოლიკაშვილს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად არჩევას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ულოცავს.