რვა-რვა თვით პატიმრობა მიესაჯა ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს. ასევე მათ აეკრძალათ ორი წლით თანამდებობის დაკავება.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გამოაცხადა. სხდომას ჯაფარიძე და ხაზარაძე არ დასწრებია.
ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ისინი არ გამოცხადნენ.