საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია

23 ივნისი 2025, 10:32 65 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინსიტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანთან.

მხარეები განიხილავენ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. საუბარი ასევე შეეხება სამხრეთ კავკასიის რეგიონში, მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი