ქართულ ენაში დამკვიდრებული ბარბარიზმების წინააღმდეგ მებრძოლთა რიცხვი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. ამბობენ, რომ პრობლემა საკმაოდ მკაფიოა. თსუ-ს ლექსიკოგრაფიის ცენტრმა არაერთი ინტერნეტ-ლექსიკონი გამოსცა, გარდა ამისა ტარდება საჯარო ლექციები.
არა ბარბარიზმებს! - მოძრაობა მიზნად ისახავს ქართულ ენაში მომრავლებული უცხოენოვანი სიტყვების ნაცვლად ქართული შესატყვისების მოძიებას და პოპულარიზაციას. როგორც სამეცნიერო წრეებში ამბობენ, რუსული ენიდან შემოსული სიტყვები, ახლა ინგლისურმა ჩაანაცვლა. ხშირად ამის დამკვიდრებას, კი ხელს მედია უწყობს.