საქართველოს პროკურატურამ, საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე, ორი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაპირდნენ.
ამ თანამშრომელმა ოპერატიულად მიაწოდა ინფორმაცია პროკურატურას შესაბამისად გუშინ ორივე პირი ქრთამის ნაწილის 3000 ლარის გადაცემის შემდეგ დააკავეს.