ქართველი ემიგრანტები ისრაელში

16 ივნისი 2025, 14:03 117 ნახვა

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელში დილიდან ვითარება შედარებით სტაბილურია, მოქალაქეები თავს ქუჩებში გადაადგილებისგან ჯერჯერობით მაინც იკავებენ. ყველა მოქალაქე ისრაელის მთავრობის მიერ დაწესებულ რეკომენდაციებს მიჰყვება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ქართველი ემიგრანტები ხაზს უსვამენ იმას, რომ მაქსიმალურად ინარჩუნებენ სიმშვიდეს, არ არიან პანიკაში და იმედოვნებენ, რომ ისრაელი ამ რთული მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოვა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე რთული ვითარება ქალაქ ბათიამშია, სადაც ათეულობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. ამიტომ იქ დღეს ჩავა საქართველოს ელჩი ისრაელში, რომელიც ადგილობრივი მერიის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე ქართველი ემიგრანტების მდგომარეობას გაეცნობა. 

ზაზა კანდელაკი, ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები, საჭიროების შემთხვევაში კი მიმართონ ცხელ ხაზს. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში