მსოფლიო ლიდერების გამოხმაურება

13 ივნისი 2025, 17:50 127 ნახვა

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებას მსოფლიო ლიდერები ეხმაურებიან. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ისრაელის თავდასხმები მეზობელ ირანზე აშკარა პროვოკაციაა, რომელიც საერთაშორისო სამართალს უგულებელყოფს.
ერდოღანის თქმით თავდასხმები მაშინ ხორციელდება, როდესაც ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ისრაელის უსაფრთხოების დაცვაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტი. ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, რომ ისრაელის უფლებაა დაიცვას თავი. საფრანგეთმა კი ირანის მიმდინარე ბირთვული პროგრამა არაერთხელ დაგმო და საპასუხოდ ყველა შესაბამისი დიპლომატიური ზომა მიიღო.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ირანისთვის წაყენებული 60 დღიანი ულტიმატუმის შესახებ ისაუბრა, რომელიც „შეთანხმების დასადებად“ წაუყენა. ტრამპის თქმით, დღეს 61-ე დღეა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ირანს უთხრა რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ მათ უბრალოდ ამას ვერ მიაღწიეს, ახლა კი შესაძლოა ირანს მეორე შანსი აქვს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში