მეორე სკოლაში სასკოლო პროექტ „ჩემს გაკვეთილზე“ და კლუბ ''თანადგომის'' აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კერამიკული ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა გრაფიკული და ფერწერული ნახატები.
პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობაში იყვნენ ჩართულები. ასევე აწყობდნენ საქველმოქმედო ღონისძიებებს.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მეორე სკოლასთან არსებულმა ფოლკლორულმა გუნდმა მუსიკალური ნომრები შეასრულა, პროექტში მონაწილე მეორე და მეთვრამეტე სკოლის მოსწავლეები კი სერთიფიკატებით დააჯილდოვეს.
„სასკოლო პროექტებს“ აჭარის განათლების სამინისტრო აფინანსებს.