სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის სხდომა

11 ივნისი 2025, 11:59 183 ნახვა

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გეოლოგიური პროცესებით, დიდთოვლობით და ხანძრით დაზარალებულ 598 ოჯახს, 5 მილიონ 583 ათას 477 ლარით დაეხმარება.

დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ 526 ოჯახს ფინანსური დახმარება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ხოლო გეოლოგიური პროცესების და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 72 ოჯახს, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოეყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში