ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ბრიფინგი

10 ივნისი 2025, 10:44 137 ნახვა

ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ, მათი განცხადებით დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა, რის მაგალითადაც ერთიანი ნეიტრალური საქართველოს წევრებმა, სასამართლო პროცესზე, ნიკა მელიას მოსამართლეზე თავდასხმის ფაქტი მოიყვანეს.

მათი განცხადებით ასეთი  ქმედებები წახალისებულია, მათ შორის  ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მიერ.    

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები ხელისუფლებას კანონის გამკაცრებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების გზით, სასამართლო პროცესებზე, წესრიგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში