საკონსტიტუციო ცვლილებები და უსაფრთხოება

10 მაისი 2017, 00:00 1980 ნახვა

საკონსტიტუციო ცვლილებებსა და უსაფრთხოების საკითხებზე, დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში კონფერენცია გაიმართა. როგორც პრეზიდენტმა  აღნიშნა, კონსტიტუციაში ბუნდოვანი ჩანაწერები არ უნდა არსებობდეს. მისივე თქმით, მაშინ როდესაც უშიშროების საბჭო უქმდება და პრეზიდენტს აღარ აქვს სათათბირო ორგანო, შესაძლოა, უმაღლესი მთავარსარდლის არსებობა აზრს კარგავს.  პრეზიდენტის განცხადებით, საომარ მდგომარეობაში არსებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე საუბარი წლების განმავლობაში მინისტრისა და  პრემიერის დასწრება არ დასწრების რეჟიმზე საუბარში გადავიდა.  

კონფერენციაზე მოწვეულ დიპლომატებს, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი სისტემის ხარვეზებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი