ბოკუჩავას განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

09 ივნისი 2025, 14:14 90 ნახვა

თინა ბოკუჩავას განცხადებას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ოპოზიციის განცხადებით,  ნორმალურ სახელმწიფოში უნდა დაელოდონ გამოძიებას, თუმცა ამის იმედი  არ აქვთ, ამიტომ აგრძელებენ ბრძოლას, როგორც თავად ამბობენ, სამართლიანი სასამართლოსთვის.

ამბობენ, რომ ასე მოქმედ ხელისუფლებას თინა ბოკუჩავას პოლიტიკური განეიტრალება სურთ.

ქართული ოცნება კი ზღაპარს და უნიჭო სპექტაკლს უწოდებს თინა ბოკუჩავას მონათხრობს, რითაც მათი თქმით ძალოვანი უწყებებისთვის შეურაცხყოფის მიყენება სურთ.

რატი ჯიჭონაია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში