ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია

05 ივნისი 2025, 11:03 179 ნახვა

სკოლის მოსწავლეებმა სანაპირო ზოლი დაასუფთავეს - გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობები განახორციელა. წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა, რომელიც ზღვის დაბინძურებისგან დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიაა.

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აქტივობები ჩატარდა, თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში