ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი - პრემიერი

05 ივნისი 2025, 11:33 188 ნახვა

ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელიც ევროპარლამენტშია. 

„ევროპარლამენტის რეზოლუციები არის აბსოლუტურად უინტერესო, თუკი რამე წააგავს საბჭოთა ინსტიტუტს, ეს არის სამწუხაროდ, ევროპარლამენტი, რომელიც დღევანდელი მოცემულობით არაფრით განსხვავდება საბჭოთა უზენაესი საბჭოსგან. მე მახსოვს 80-იან წლებში მათი პათოსი, განხილვების შინაარსი, უსამართლობის ხარისხი, არაფრით განსხვავდება სამწუხაროდ დღევანდელი ევროპარლამენტი ამ ყველაფრისგან. იმედი მაქვს, რომ პირველ რიგში გაჯანსაღების პროცესი და ცვლილებები შეეხება ევროპარლამენტს. ძალიან სამწუხარო და შემაშფოთებელია, ტრაგიკულია ის მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, თავისთავად საინტერესოა ევროპარლამენტის მოწოდება არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, ოპოზიციას გარედან კარნახობენ იმას, თუ რა უნდა გააკეთონ, თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად.

„თავისთავად ეს მოწოდებაც საინტერესოა, გარედან კარნახობენ ოპოზიციას იმას, თუ რა უნდა გააკეთონ. თვითონ ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად და გარედან კარნახობენ. მიუხედავად ძალიან ხმამაღალი განცხადებებისა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, „ნაცმოძრაობის“, „ახალის“ წარმომადგენლები, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, მათ შეუძლიათ, ამ ყველაფერსაც გადაუსვან ხაზი. დღეს ისინი „აბულინგებენ“ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ სურთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. როდესაც ისინი მიიღებენ გარედან ინსტრუქციას, მე მგონია, რომ ისინი საკუთარ გადაწყვეტილებასაც შეიცვლიან, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს იქნება უკიდურესად დამამცირებელი. ადრე სხვას „აბულინგებდი“, ახლა შენ თვითონ იღებ არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს იქნება მათი დამცირება, მაგრამ ისინი ნებისმიერ დამცირებაზე მოაწერენ ხელს, რაც წარსულშიც გაუკეთებიათ“, - განაცხადა პრემიერმა.

 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში