ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ

04 ივნისი 2025, 15:01 238 ნახვა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა საქართველოს შესახებ ანგარიშის პროექტი შესწორებებით დაამტკიცა. ანგარიში ეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს. 

შეჯერებულ დოკუმენტს მხარი 55-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა - შესწორებებით, 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა და 4-მა თავი შეიკავა. ამ საკითხზე მომხსენებელი ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე იყო. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტი აფასებს არა პროგრესს საქართველოში, არამედ „უდიდეს უკუსვლას ევროკავშირის პარტნიორობიდან ბრუტალურ ავტოკრატიამდე“.

ანგარიშის პროექტი ხაზს უსვამს, რომ „საქართველო წინ არ წასულა და ფაქტობრივად, უკუსვლაც კი განიცადა კომისიის მიერ მითითებული ცხრა ნაბიჯის ძირითად დებულებებთან დაკავშირებით.

“საქართველო არ უერთდება რუსეთის, ბელარუსის და ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დიდ უმრავლესობას, მაგრამ მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად; ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია ანგრევს ათწლეულების განმავლობაში მიღწეულ პროგრესს ევროპული ინტეგრაციისა და ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და შორდება თავის მოკავშირეებს, რომლებიც მას მთელი პროცესის განმავლობაში უჭერდნენ მხარს“, - ნათქვამია ანგარიშის პროექტში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში