საგამოძიებო კომისიის სხდომა

04 ივნისი 2025, 14:09 175 ნახვა

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა  მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს  საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვის საკითხზე იმსჯელეს. თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტიდან  პროფესორების მასობრივ  გათავისუფლებებზე, რეფორმებსა და ამასთან დაკავშირებულ პროფესორთა აქციებზე  ისაუბრეს  გიორგი გოგოლაშვილმა, ლია მელიქიშვილმა და  ავთანდილ არაბულმა.

ლია მელიქიშვილი იხსენებს, რომ 2005 წელს,უნივერსიტეტში   პერსონალის შემცირება დაიწყო. მისი თქმით, ერთ-ერთი იყო თამარ კეკელიძე,რომელიც, აღნიშნულის გამო  ნერვიულობის  ნიადაგზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მელიქიშვილი აცხადებს, რომ  იმავე მიზეზით  კიდევ რამდენიმე   პროფესორი გარდაიცვალა.

დარჩენილი პერსონალის  სამსახურიდან გასაშვებად  კი  მათზე ზეწოლა ხდებოდა. ენათმეცნიერი გიორგი გოგოლაშვილი კი აცხადებს, რომ  სახელმწიფო უნივერსიტეტის როგორც ავტორიტეტული დაწესებულების პერსონალს წინა ხელისუფლება მიზანმიმართულად ებრძოდა,  ცვლილებებს მისი თქმით ნაციონალური მოძრაობა ვარდების რევოლუციამდე გეგმავდა და უნივერსიტეტის დისკრედიტაციას და რეპუტაციის შელახვას  ცდილობდა.

აცხადებს, რომ  ებრძოდნენ აკადემიურ პერსონალს, ასევე  ანადგურებდნენ  უნივერსიტეტებში ძვირადღირებულ საჭირო  ტექნიკურ აღჭურვილობებს.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში