პრემიერ-მინისტრი სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

03 ივნისი 2025, 19:53 158 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, ალეხანდრო ჰაჟდენბერგს, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, და ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის დინამიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების პროცესში სავალუტო ფონდის მნიშვნელოვანი როლი განიხილეს.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმას, რომელიც სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესების მიზნით პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი