ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რიგგარეშე სხდომა

03 ივნისი 2025, 14:19 184 ნახვა

დღეს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.

ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის წევრების საქართველოში ვიზიტის შესახებ მოხსენება და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მოსაზრებების გაცვლა.

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის წევრები საქართველოში მაისის ბოლოს იმყოფებოდნენ. მანამდე კი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი