ზურაბ პოლოლიკაშვილთან წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ერთად არაერთი სასარგებლო პროექტი განვახორციელეთ - ლევან დავითაშვილი

03 ივნისი 2025, 12:37 169 ნახვა

ზურაბ პოლოლიკაშვილთან წლების განმავლობაში ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა, არაერთი პროექტი იყო, რომელიც ერთად განვახორციელეთ და სასარგებლო იყო, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაც იყო საკმაოდ საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი.

„ბატონ ზურასთან ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა წლების განმავლობაში, საქართველოს მთავრობასაც და ეკონომიკის სამინისტროსაც, მეც პირადად. არაერთი პროექტი იყო, რომელიც ერთად განვახორციელეთ, მათ შორის, სხვა პოსტზე მუშაობის პერიოდშიც, რაც, ზოგადად, ხელსაყრელი იყო. ბატონ ზურას მუშაობა პანდემიის პერიოდში მოუწია, ძალიან რთული იყო დარგისთვის ეს პერიოდი, მაგრამ მან ამ პოზიციაზე საკმაოდ წარმატებით იმუშავა. საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობაც იყო საკმაოდ საინტერესო და ურთიერთხელსაყრელი. საქართველო იმ ბევრი ინიციატივის ბენეფიციარი იყო, რომელსაც ბატონი ზურაბი ხელმძღვანელობდა და საერთაშორისო ორგანიზაცია ახორციელებდა. საქართველო ასევე იყო ძალიან დიდი მხარდამჭერი ამ ორგანიზაციის ყველა პლატფორმაში, ეს იყო საკმაოდ საინტერესო ურთიერთთანამშრომლობა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, გაერო-ს ორგანიზაციებში მუშაობის საერთაშორისო პრაქტიკაა – ორი ვადა.

„მესამე ვადითაც ყოფილან, თუმცა ჩვენ გვესმის, რა არის რეალობა და რეალისტური მოცემულობა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა იღებს. ამაზე მეტი კომენტარი საჭირო აღარ არის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი