დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი გასვლითი სხდომა - კომისიის წევრები ხონის ყოფილ საპატიმროს ეწვევიან, სადაც მათივე ინფორმაციით, ნახავენ რა პირობებში იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს პატიმრები.
ამასთან, მიმდინარე კვირაში კომისია საქართველოს უნივერსიტეტებში აკადემიური პერსონალის უფლებების შელახვაზეც იმსჯელებს.
გაგრძელდება კონკრეტული ეპიზოდების შესწავლა და სხვადასხვა პირის გამოკითხვაც.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა წინა კვირაში საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუხანგრძლივა.