უკრაინის საზღვართან ახლოს, ბრიანსკის ოლქში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და 70-მდე დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, ხიდი მაშინ ჩამოინგრა, როდესაც მის ქვემოთ სამგზავრო მატარებელი გადიოდა, რომელშიც 388 მგზავრი იმყოფებოდა.
ადგილობრივი გუბერნატორის განცხადებით, მომხდარის მიზეზი აფეთქება გახდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საავტომობილო ხიდი ჩამოინგრა ასევე კურსკის რეგიონში, დაშავდა მემანქანე.
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება.