საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა პოლიციელის დღე თბილისში. ღონისძიებას, საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლების დროს მადლობა გადაუხადეს პოლიციელებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის.
ასევე გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, მათ შორის დაჯილდოვდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.