არგენტინის, კუბისა და ფინეთის რესპუბლიკებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. საქართველოს საელჩოების ორგანიზებით, სამივე ქვეყნის დედაქალაქებში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, სამზარეულოს და საქართველოს ისტორიას.
შესრულდა არაერთი ქართული მუსიკალური ნაწარმოები. მოეწყო საგამოფენო სივრცეები საქართველოს შესახებ.
საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ქართული ღვინის პრეზენტაცია და მასტერკლასი გაიმართა, რომელსაც ფინეთში ალკოჰოლის იმპორტიორი წამყვანი კომპანიების და "HORECA" სექტორის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.