პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის

29 მაისი 2025, 17:56 128 ნახვა

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებებს შორის. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა განიხილეს ორი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები, საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები.
საუბარი შეეხო პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ასევე, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ პროცესში ქვეყნის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში