აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების და სამინისტროს საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
"მინისტრის საათის" ფორმატში, ჯაბა ფუტკარაძემ, ასევე, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ პროექტებზე ისაუბრა. წყლის და წყალარინების სისტემის განვითარების პროექტით, აჭარის 39 სოფლის 37 800 მოსახლე, თანამედროვე სტანდარტების კომუნალური ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
მინისტრის განმარტებით, ქობულეთში ნარჩენების მართვის მასშტაბური პროექტი ხორციელდება - საქართველოში პირველი თანამედროვე სტანდარტების ნაგავსაყრელი. პროექტი ბათუმსა და ქობულეთში არასტანდარტული ნაგავსაყრელების კონსერვაციასაც მოიცავს.
ჯაბა ფუტკარაძის თქმით, დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება. პროექტის ფარგლებში ბუნებრივი აირით, აჭარის სხვადასხვა სოფელში მცხოვრები, 27 ათას 100 აბონენტი ისარგებლებს.